წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი

გამოკითხვა

ვინ არის პასუხისმგებელი "მილანის" შედეგებზე?


გატუზო: "დროა, მან გაიღვიძოს. კალინიჩი? სულელურად მოიქცა"
ავტორი: BeeQSooN
  • დღეს "მილანი" არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. "მილანელოზე" მისვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ.

    "ჩვენ ვართ მშვიდად და ახალი სეზონისთვის მზადებას ვიწყებთ. უნდა ვეცადოთ, რომ ცოტა შეცდომა დავუშვათ და ვნახოთ, რა გამოგვივა".

    "ბაკას აქვს მწვანე შუქი სხვა გუნდში გადასვლაზე. თუმცა, თუ ის "მილანში" დარჩება, კლუბის ნაწილი გახდება. თუ კარლოსს სურს, ის შანსს მიიღებს. მან "ვილიარეალში" 18 გოლი გაიტანა და რატომ არ უნდა მინდოდეს მისი შენარჩუნება"?!

    "მეკარეების მწვრთნელი შევცვალეთ. მანი პროფესიონალია, რომელიც კლუბს კარგად იცნობს, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მიდგომა შეგვეცვალა. ვფიქრობ, რომ რეინა გარდაქმნაში დაგვეხმარება".

    "ახალი თავდამსხმელი? ჩვენ გყვავს კუტრონე. კალინიჩმა სულელურად იმოქმედა და ხორვატიის ნაკრების მწვრთნელს ტრავმის შესახებ დროულად არ აცნობა, ეს დაუშვებელია. მე ვესაუბრე მას და მომხდარის გამო იმედგაცრუებულია".

    "ჰალილოვიჩის და კესის ძალიან განსხვავებული თვისებები აქვთ. ხორვატი ნაკლებად უხეშია და კარგი ტექნიკა აქვს. თუ მას სწორად გამოვიყენებთ, წარმატებას მიღწევა შესაძლებელი იქნება".

    "თავდამსხმელები? იმედი მაქვს, რომ ბაკა ჩვენთან დარჩენის სურვილს გამოთქვამს. სილვა? მინდა, რომ მან გაიღვიძოს. ის კარგი ფეხბურთელია, თუმცა გასულ სეზონში მან სასურველი თამაში ვერ აჩვენა".

    "დონარუმა თუ რეინა? ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, სასტარტო შემადგენლობაში ის ითამაშებს. კარგია, რომ ორი მსოფლიო დონის მეკარე გყვავს",
    - დაასრულა გატუზომ.скачать dle 12.1
    # 1
  • გასულია
  • 10 ივლისი 2018 11:18
    Kalinics araferi eshveleba wasvlis garda, andre silva gamoagvize rino, bakac gaushvi da erti bombagoli centr forvardi moayvanine eliots
    # 2
  • გასულია
  • 10 ივლისი 2018 21:08
    რონალდო იუვეს ფეხბურთელია ოფიციალურად და მგონი იხოდება სერია ა მილანი ისევ ტკეპნის
    # 3
  • გასულია
  • 10 ივლისი 2018 22:11
    თუ არ ათამაშე შე ჩემისა...როგორ გაიღვიძებს სილვა???
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.